5 მაისი ტრისტან სალარიძის დაბადების დღეა

დღეს მსახიობი ტრისტან სარალიძე 70 წლის გახდებოდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

დაიბადა 1956 წლის 5 მაისს ბორჯომის რაიონ, სოფელ ახალდაბაში. გარდაიცვალა 2024 წლის 27 მაისს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1978-1979 წლებში მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში მსახიობად, 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია, მის სცენაზე განსახიერებული აქვს ოცზე მეტი თეატრალური პერსონაჟი. თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“).

კინემატოგრაფში ძირითადად სახასიათო როლებს ასრულებდა.

2010 წელს მიენიჭა ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები