“ორმაგი სტანდარტია, როცა საფრანგეთში აქციის დაშლა დაშვებულია და საქართველოში არა – „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“ – ლევან მახაშვილი
“ორმაგი სტანდარტია, როცა საფრანგეთში აქციის დაშლა დაშვებულია და საქართველოში არა – „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„იგივე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვნახეთ და ამის ფონზე წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული, რაც ორმაგი სტანდარტია. ეს თუ ვინმეს რეპუტაციას და სანდოობას აზიანებს, თავად ეს ქვეყნებია. ვერ მივიღებთ, როცა ამ ყველაფრის ფონზე სხვას მაღალი პედესტალიდან ჭკუას უკითხავენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.