გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მთავარი მათი იდეაფიქსი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა
„მათ არ აერთიანებთ არც იდეა, არც რაიმე სტრატეგია. მათი მთავარი მიზანი არის როგორღაც ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და ჩვენს ქვეყანას მოახვიონ ის უბედურება, რომელიც გაიარა უკვე ჩვენმა საზოგადოებამ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათ არ აერთიანებთ არც იდეა, არც რაიმე სტრატეგია. მათი მთავარი მიზანი არის როგორღაც ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და ჩვენს ქვეყანას მოახვიონ ის უბედურება, რომელიც გაიარა უკვე ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომაც არის ასეთი დაქსაქსულობა. მათ ერთმანეთი სძულთ საშინლად იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ასმენენ, საკუთარი ქვეყნის დაბეზღებაზე, საკუთარი ქვეყნის ძირის გამოცლაზე ორიენტირებულები არიან, როგორც წარმოგიდგენიათ, მათ თავიანთ წრეში, თავიანთ წიაღში ერთმანეთი ეყვარებათ? მთავარი მათი იდეაფიქსი ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება”, – განაცხადა სოსიაშვილმა.