,,ბერლინში კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა”,- ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.
მისივე თქმით, უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო.
„მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა.
მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი.
რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო“, – წერს პაპუაშვილი.