ირაკლი ზარქუა: არაერთი სანქცია ყოფილა, ისევე როგორც რეზოლუცია და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ

“თურმე ვიღაცის უფლებები შეილახა. კონკრეტულად თქვი ვისი – გვარი, სახელი; ფაქტი ხომ უნდა თქვა, ხომ უნდა დააფიქსირო სად შეილახა? არ აინტერესებთ, იმიტომ რომ, საფუძველი არ აქვთ,” – ასე გამოეხმაურა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებს.

მისივე თქმით, არგუმენტები არ აქვთ და შემდეგ არის გარკვეული ჯგუფები, ლობისტური ორგანიზაციები, ვისაც ინტერესი აქვთ, რომ აქ აგენტურა დასვან.

„არგუმენტები არ აქვთ და შემდეგ არის გარკვეული ჯგუფები, ლობისტური ორგანიზაციები, ვისაც ინტერესი აქვთ, რომ აქ აგენტურა დასვან. არაერთი სანქცია ყოფილა, ისევე როგორც რეზოლუცია და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ იქაც და ყველგან სამართლიანობა გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები