American Airlines-ის ორი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ერთმანეთს შეეჯახა
ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის ნაციონალურ აეროპორტში, American Airlines-ის ორი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ერთ-ერთი თვითმფრინავის ფრთა მეორეს გამოედო, რა დროსაც ორივე მათგანი დაზიანდა.
მათივე ცნობით, ერთ-ერთ თვითმფრინავში კონგრესის სულ მცირე ორი წევრი იმყოფებოდა.
როგორც ნიუ-იორკელმა „რესპუბლიკელმა“, ნიკ ლალოტამ აღნიშნა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა, რის შემდეგაც ბორტზე მყოფი 67-ვე მგზავრი დაიღუპა.