იტალიაში საბაგირო გზა ჩაწყდა – არის მსხვერპლი

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლში, საბაგირო კაბინა ჩამოვარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 1 მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას, სამთო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაგირი, რომელიც კაბინას იჭერდა, გაწყდა, რის შედეგადაც კაბინა მიწაზე ჩამოვარდა. ამავე ბაგირზე მიერთებული კიდევ ერთი კაბინა ჰაერში გაჩერდა და მაშველებმა 16-ვე მგზავრი უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და ნისლმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესრულება კიდევ უფრო გაართულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები