კულტურის მინისტრი ანსამბლ „მართვეს“ ახალ ხელმძღვანელობას და გუნდს შეხვდა

კულტურის მინისტრი ანსამბლ „მართვეს“ ახალ ხელმძღვანელობას და გუნდს შეხვდა.
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ ახალი დირექტორი ირაკლი ტყვაცირია და სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ქუტიძე წარუდგინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ანსამბლს ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები