გერმანიის ერთ-ერთ სოფელში, საცხოვრებელ სახლში სამი ცხედარი იპოვეს

დასავლეთ გერმანიის ერთ-ერთ სოფელში, საცხოვრებელ ბინაში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ მიმალვა მოახერხა.

პოლიციამ განაცხადა, რომ მსხვერპლი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ: 47 წლის მამაკაცი, 44 წლის ქალი და 16 წლის ბიჭი.

ვაიტეფელდი, სადაც დაახლოებით 2200 ადამიანი ცხოვრობს, შემოისაზღვრა და შემოსული და გასული მანქანების შემოწმება მიმდინარეობს.

პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას ურჩია, სახლში დარჩენილიყვნენ და გააფრთხილა მძღოლები, ხალხი ქუჩაში ავტოსტოპით არ აეყვანათ.

ეჭვმიტანილის ძებნის პროცესში სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები