შსს: გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე – მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.

„აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები