კულტურის მინისტრმა ანსამბლ „რუსთავს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი წარუდგინა

კულტურის მინისტრმა ანსამბლ „რუსთავს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი წარუდგინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელად მიშო ჯავახიშვილი დაინიშნა. დირექტორის პოზიციაზე კი საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ია მაქაცარია წარადგინა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ, ანსამბლის განვითარებისა და შემოქმედებით გეგმების შესახებ ისაუბრეს.
თინათინ რუხაძემ ანსამბლის ახალ ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები