ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მომხდარის შედეგად, დაშავდა ერთი ქალი – ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.