გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე მაშველები.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.