მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან, მაშველებმა მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. ცხედარი წყლიდან ამოყვანილია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.