თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა დღეს გაიმართება
20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.…