სააპელაციომ ე.წ. წვრთნების საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. წვრთნების საქმეზე დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და მას 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საუბარია 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 800 000 ევროს გაფლანგვაზე. თავდაცვის სამინისტრო ყოფილ მინისტრს არარსებულ წვრთნაში გადახდილი მილიონობით ლარის უკან დაბრუნებას სთხოვს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„დავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24:03:22 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე, მესამე პუნქტების შეცვლის საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიღებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს ეკვივალენტით ლარის ოდენობით. ალექსანდრე ნინუას მიმართ სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს დაეკისროს ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა მოსამართლემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები