ედიშერ გვენეტაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი იყო დადებითი
„ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი იყო დადებითი. ეუთო/ოდირის დასკვნაში არსად არ წერია საარჩევნო ბიულეტენების ე.წ. გაჟონვაზე, ე.წ. საარჩევნო აპარატურის გაუმართაობაზე, ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ე.წ. ზეწოლაზე, ე.წ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და საბოლოოდ არჩევნების ე.წ. გ ა ყ ა ლ ბ ე ბ ა ზ ე!”,- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“უფრო მეტიც ის შენიშვნები ანგელოზების სიმღერაა იმასთან შედარებით, რაც ამ ორგანიზაციამ აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დადო. სახელდობრ, მიუხედავად არაერთი ნეგატიური შეფასებისა, არავის აზრადაც არ მოსვლია აშშ-ში ჩატარებული არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება. უფრო მეტიც სასტიკად დამარცხებულმა, მიულოცა გამარჯვებულს არჩევნების მოგება
გადახედეთ საქართველოში ოპოზიციის 2020 წლის არჩევნების შემდგომ დროინდელ უმსგავსობებს. ისინი დღესაც ერთი-ერთში ზუსტად იგივეს იმეორებენ, რასაც 2020-2021 წწ. სჩადიოდნენ, რამდენიმე თვის განმავლობაში. რომელიც საბოლოოდ პარლამენტში “პუფი” დეპუტატების კისრისტეხით შევარდნით და განაცდენი თვეების ხელფასების ანაზღაურებით დასრულდა.
ასე იქნება უახლოეს მომავალშიც.
სულ ესაა და ეს გარეთ და შინ ატეხილი ამ უსაშინლესი ვაკხანალიის მთავარი არსი,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.