ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ გააჩნია

“ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ გააჩნია.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გაზარდეს, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია.

“ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ გააჩნია, ეს ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გაზარდეს, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია. პოლიტიკური ტერორისტების დიალოგისკენ წამოყვანა ცოტა შეუძლებელი რამ არის. მათთვის ნებისმიერი დიალოგი მიუღებელი იყო ყოველთვის. აი, იმ უცხოელმა მხარდამჭერებმა გამოზარდეს არადემოკრატიული ოპოზიცია, არამედ ექსტრემისტული ძალა საქართველოსთვის,” – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები