ლევან მაჭავარიანი: ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური და აბსოლუტურად ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიეცა ხმა იმისთვის, ვისთვისაც სურდა

“ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით სასპეკულაციო აღარაფერი დარჩა.

„რითაც ისინი (ოპოზიცია) თითქოსდა ბრჭყალებში ადასტურებდნენ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და გაყალბებული, აბსოლუტურად არცერთი ასეთი პუნქტი ამ ანგარიშში არ მოხვედრილა. შესაბამისად, წერტილი დასმულია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სასპეკულაციო აღარაფერი აქვთ დარჩენილი და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური და აბსოლუტურად ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიეცა ხმა იმისთვის, ვისთვისაც სურდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები