თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა.

“ვეწინააღმდეგებით, საქართველოს ავტორიტარულ ქვეყნად ქცევას, რეპრესიებს და ქვეყნის რუსეთიზაციას”, – აცხადებენ სტუდენტები.

მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა პედაგოგებმა, როლებიც სიმბოლურად მივიდნენ ვასო აბაშიძის თეატრთან და სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს.

თბილისში აქცია-მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისელებმაც. ფილარმონიასთან შეიკრიბნენ სვანებიც.

ისინი მსვლელობით პარლამენტთან დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეებს ფილარმონიასთან სხვადასხვა წარწერებით ბანერები აქვთ მიტანილი: „სვანეთში შუქი არ გვაქვს, მაგრამ არ ბნელა“, „ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი წესია“, „მწამს უბატონო სვანეთი არც რუსს დაისვამს ბატონად” და ა.შ.

დღის განმავლობაში აქცია-მსვლელობა კიდევ არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები