ირაკლი ქადაგიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რამაც შეიძლება ჩატარებული არჩევნების კანონიერება ოდნავ ეჭვის ქვეშ დააყენოს
“ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნა „ქრონიკასთან“ შეაფასა.
„ეს არის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომ ამ არჩევნებში რაიმე მანიპულაციას, გაყალბებას და ისეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი, რამაც შეიძლება ჩატარებული არჩევნების კანონიერება, სამართლიანობა ოდნავ ეჭვის ქვეშ დააყენოს.
ყველა სპეკულაცია, რაც კი არჩევნების გაყალბებასთან ან მანიპულაციას შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც არჩევნების ჩატარების კანონიერებას დააყენებდა ოდნავ კითხვის ნიშნის ქვეშაც, ეს საბოლოოდ უგულებელყოფილია”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.