მედია: აშშ-ში, კონგრესში ახლად არჩეულ ტრანსგენდერს, კაპიტოლიუმისა და სხვადასხვა ოფისების ქალთა საპირფარეშოებით სარგებლობა აეკრძალა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ტრანსგენდერებს კაპიტოლიუმისა და სხვადასხვა ოფისების ქალთა საპირფარეშოებით სარგებლობა აეკრძალებათ. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.

მაიკ ჯონსონმა ცვლილებების შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც კონგრესში ტრანსგენდერი ქალი სარა მაკბრაიდი აირჩიეს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონგრესის თითოეულ წევრს აქვს საკუთარი პირადი საპირფარეშო და უნისექსის ტუალეტები ხელმისაწვდომია კაპიტოლიუმის მასშტაბით. ქალები იმსახურებენ მხოლოდ ქალთა სივრცეებს“, – აცხადებს მაიკ ჯონსონი.

„სარა მაკბრაიდი ბიოლოგიურად კაცია. მისი ადგილი არ არის ქალთა სივრცეებში, ქალთა საპირფარეშოებში, გასახდელებში“, – განაცხადა რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ნენსი მეისმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში დელავერში აშშ-ის კონგრესში პირველად აირჩიეს ტრანსგენდერი სარა მაკბრაიდი, რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მას კაპიტოლიუმში ქალების საპირფარეშოთი სარგებლობას უკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები