ირანული გემი, რომელსაც რუსეთში იარაღი გადაჰქონდა, კასპიის ზღვაში ჩაიძირა
ირანული გემი, რომელსაც რუსეთში იარაღი გადაჰქონდა, კასპიის ზღვაში ჩაიძირა.
CNN-ის ცნობით, ეს მარშრუტი ირანიდან რუსეთში იარაღის გადაზიდვის მთავარი არხია.
თურქმენეთის სანაპირო სამსახურებმა გემზე მყოფი 14-ვე პირი გადაარჩინეს. ისინი ირანისა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ.
ამჟამად თურქმენეთის სამსახურები საზღვაო უსაფრთხოების რეგულაციებით გათვალისწინებულ სტანდარტულ საერთაშორისო პროცედურებს ატარებენ.
ASTRA-ს ცნობით, გემი Rona რეგულარულად მოძრაობდა ირანის პორტებსა და ასტრახანს, მაჰაჩყალასა და აზოვს შორის.