ისრაელის ოპერაციებმა ღაზაში 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა – დაღუპულთა შორის ჟურნალისტია
ღაზას სექტორში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციებს, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, -ამის შესახებ ინფორმაციას, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაღუპულთა შორის არის Reuters-ის ოპერატორი ჰუსამ ალ-მასრი, რომელიც ნასერის საავადმყოფოს შენობის გარეთ პირდაპირ ეთერში მუშაობდა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერი თამეენ ალ-ქეიტანი აცხადებს, რომ ეს ინციდენტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს დაბომბვა მიზნად ისახავდა “ჰამასის” მიერ განთავსებული კამერის განადგურებას, თუმცა დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.
როგორც მედია აღნიშნავს, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 63 000-ს აჭარბებს.