სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს.

ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სოფელში 600 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.

,,ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 313 000 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები