გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან ერთად დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატარებს სასახლე დაათვალიერებინეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ქვეყნის პირველმა პირმა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრებიც გადასცა. გიორგი მარგველაშვილი ფონდის მესვეურებსა და მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ყურადღება მსგავსი აქციების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები