შალვა ნათელაშილი: სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები; იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე, ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს, საიდანაც წარმოიშვი, მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნულის აღიარებაც გეგრეხება

„სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღედაღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავებით, რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ნათელაშვილი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რომ ამაში მაინც მიბაძოს იმ ხალხს, საიდანაც წარმოიშვია, თუმცა, ამის აღიარებაც ესირცხვილება.

„სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღედაღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ—ოლიგარქ ხაზარაძის—- ტვ პირველზე—-,იმ განსხვავებით,რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას. ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი,მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნულის აღიარებაც გეგრეხება”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები