„ეკონომიკური თვალსაზრისით კახეთი-დაღესტნის გზა მომგებიანია“

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ კახეთი-დაღესტნის მაგისტრალი საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.
„ჩვენ განვაახლეთ ვაჭრობა რუსეთთან. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ვაჭრობისთვის ხელშემწყობი იქნება, რაც უფრო მეტი გზა გვექნება. როდესაც ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა გვაქვს, მგონი, ურიგო არ იქნება ალტერნატივა გვქონდეს“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრეი ბონდარევი აცხადებს.
მისი თქმით, ავარო-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება და ეს იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები