,,ამერიკის პრეზიდენტ კენედის და მისი ძმის მკვლელობები ორგანიზებული იყო ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მოსადისა და შინ ბეტის მიერ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონტრდაზვერვის შეფის, ჯეიმს ენგლტონის ხელშეწყობით”

„გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, რომ ამერიკის პრეზიდენტ კენედის და მისი ძმის მკვლელობები ორგანიზებული იყო ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მოსადისა და შინ ბეტის მიერ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონტრდაზვერვის შეფის, ჯეიმს ენგლტონის ხელშეწყობით,“- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ფეისბუქ” გვერდი ,,ფერაძე ფერაძე” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელის დაზვერვა და ამერიკის ცენტრეალური სადაზვერვო სამმართველო კენედის მკვლელობას ორგანიზებას უწევდნენ მულტიმილიარდერი ებრაელი როტშილდების პარიზის ოფისში განთავსებული საიდუმლო შტაბიდან.

„გაირკვა, რომ ისრაელის დაზვერვა და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ერთობლივად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ იმ სახელმწიფოს მეთაურების და პოლიტიკოსების ლიკვიდაციას, რომლებიც “დიპ სტეიტის” ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ.

დადგენილია, რომ კენედის მკვლელობაში გარეულია ჯორჯ ბუში – უფროსი.

ნიშანდობლივია, რომ ჰილარი კლინტონმა თავისი პირველი არჩევნები საჯარო პოსტზე მოიგო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ჯონ კენედი უმცროსი გაურკვეველი ვითარებაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ კენედიმ იცოდა მის წინააღმდეგ გლობალისტების გეგმების შესახებ და მის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, დალასში გამგზავრებამდე თავის გარემოცვასთან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:
– “ისინი (დიპ სტეიტის დამქაშები) მალე მოვლენ და წამიყვანენ.ომის მანქანა ძალზე ძლიერია,თუკი დავეცი, დაე ისტორიას დარჩეს, რომ მე შევეცადე მათ შეჩერებას.. (მს.პოლ.) ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: „ფერაძე ფერაძე”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები