დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ღონისძიება გაიმართა
დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა დღის ცენტრი „თებეს“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერის“ ბენეფიციარებმა მიიღეს.
„21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა დღის ცენტრი „თებეს“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერის“ ბენეფიციარებმა მიიღეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და დრამერები ზრუნავდნენ. ასევე მათ მუნიციპალიტეტისგან საჩუქრები გადაეცათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.