ირანის ცენტრალურ ნაწილში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის ცენტრალური პროვინციის,  ისპაჰანის ნატანცის რაიონში, სადაც ძირითადი ბირთვული ობიექტი მდებარეობს, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უცნობია, იყო თუ არა მიწისქვეშა ბიძგები ნატანცის ქარხანასთან ახლოს და მიადგა თუ არა მას რაიმე დაზიანება.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების მინებია ჩამტვრეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები