“მათი მონაწილეობა ნებისმიერ პროცესში დაკავშირებულია დესტრუქციასთან, საბოტაჟთან,”- ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესებში ანომალიაა.
“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არავის არ აურჩევია, არავის მანდატი არ მიუცია, თხოულობენ ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღებას. ეს არ გამორიცხავს საექსპერტო მოსაზრებების გაზიარებას, მოსმენას, გათვალისწინებას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესებში, როგორც სავალდებულო, რასაკვირველია, ანომალიაა და ეს ანომალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.