ნინო წილოსანი “მაუწყებლობის შესახებ” კანონის ცვლილებებზე: აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ დაკავშირებულია ბრიტანეთის მხრიდან შემოღებულ ახალ სტანდარტებზე

“აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ დაკავშირებულია ბრიტანეთის მხრიდან შემოღებულ ახალ სტანდარტებზე და იმ არსებულ ძალიან კარგ პრინციპებზე, რომელიც ევროპის რიგ ქვეყანაში მოქმედებს,”- ამის შესახებ,  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა მაუწყებლობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონი ონლაინ პლატფორმებზეც ვრცელდება.

„ეს კანონი, საბოლოო ჯამში, მისცემს საშუალებას რომ ყველამ სტანდარტების ჩარჩოში იმუშაოს და უფრო აიმაღლოს თავისი მედია სტანდარტი. ამავდროულად, მიმდინარე განხილვების დროს, დაზუსტდა ის ფაქტი, რომ ტელევიზიებს, ვისაც აქვთ ონლაინ პლატფორმები, აღნიშნული კანონი გავრცელდება მათზეც,” – აცხადებს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, ცვლილების თანახმად, იზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, თუმცა, ეს არ ეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები