ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებს, სამინისტროს სტრატეგიული ხედვები გააცნო.
ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ და მიზანმიმართულ მიდგომებზე, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებას და შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს, რაც სამინისტროს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.