13 მარტს სოფ. არახვეთთან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ77 (სოფ. არახვეთი) მონაკვეთზე, დაგეგმილია დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 13 მარტს, 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები