“იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა თავად საარჩევნო პროცესი, რომ საბოლოო ჯამში მათ ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ ხელიდან იმისა, რომ კვლავაც დაეწყოთ საზოგადოებრივი აზრით ბოროტად მანიპულირება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ISFED-ის შესახებ საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი ორგანიზაციის მიერ პროკურატურისთვის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ არასრული დოკუმენტაციის გადაცემას გამოეხმაურა.
„მათ საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ შესაბამისი თანამშრომლობის განხორციელება. იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა თავად საარჩევნო პროცესი, რომ საბოლოო ჯამში მათ ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ ხელიდან იმისა, რომ კვლავაც დაეწყოთ საზოგადოებრივი აზრით ბოროტად მანიპულირება. ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2020 წელს მათ მიერ გაყალბების მცდელობა. ეს თაღლითური სქემა ახლა აღარ მუშაობს”, – განაცხადა ჭეიშვილმა.