მაჭარაშვილი – ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ეს ეროვნული საკითხია, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ და გენოფონდი არ შეგვიმცირდეს

“ეს ეროვნული საკითხია, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ და გენოფონდი არ შეგვიმცირდეს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.

“პირველ რიგში, ეს არის ეროვნული საკითხი, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ, გენოფონდი არ შეგვიმცირდეს პირდაპირი გაგებით – ეს პირდაპირ მოქმედებს ზოგადად ერის გამრავლებაზე, გენოფონდზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები არიან ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ბუნებრივია, ახლა აქ, ზოგი იტყვის, რომ ეს ნაკლებად ან მეტად დამაზიანებელია, ზოგადად ნარკოტიკული საშუალებები მიუხედავად ხარისხისა, მედიცინის მუშაკების მიერ დადგენილია, რომ იწვევს გარკვეულ პრობლემებს”, – განმარტა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები