თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით, 14 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რექტორთან დებატები შედგება
საზოგადოებრივ მაუწყებელში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ტელევიზიის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სტუდენტებმა განაცხადეს, 14 მარტს, 22:00 საათზე, პირდაპირი ეთერი ჩაინიშნა.
მათივე ცნობით, ეთერში მონაწილეობას თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი და სტუდენტები მიიღებენ.
აღნიშნული მოთხოვნით პირველ არხთან საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს რამდენიმე სტუდენტმა სტატუსის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.