ევროკავშირის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის წინადადებას მიესალმნენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ლიდერები მიესალმნენ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების იმ შედეგებს, რომელიც დღეს ჯიდაში იქნა მიღწეული.
„ეს არის პოზიტიური მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ“, – განაცხადეს მათ და დასძინეს, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.
ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებთან ერთად, თავისი სრული როლი ითამაშოს მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.