მარკო რუბიო: ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჯიდაში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა“, – თქვა რუბიომ.

მანვე დასძინა, რომ თუ რუსები შეთანხმებაზე უარს იტყვიან მაშინ, „სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის მშვიდობისთვის შემაფერხებელი“.

მისივე თქმით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა გადადგეს „პოზიტიური ნაბიჯი“ დღევანდელ მოლაპარაკებებზე.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები