„უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის“ – ზელენსკიმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღო

უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯედაში, აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს საუბარში სწორედ ამერიკული მხარის წინადადება იყო შემდგომ პირველი ნაბიჯის გადადგმა და 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტის ცდა, არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, დადებითად მიგვაჩნია ის, მზად ვართ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ ვთანხმდებით და თუ რუსები დათანხმდებიან – მაშინვე სიჩუმე ამოქმედდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საუბრის მნიშვნელოვანია ელემენტია აშშ-ის მზაობა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

„უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასასრულებლად ან ომის გასაგრძელებლად. სრული სიმართლის დროა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები