მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოს და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს – პოტენციალი რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული

უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოს და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს; პოტენციალი რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განავითაროს ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

„დღეს გვქონდა შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ზოგადად, მნიშვნელოვანია, საქართველომ განავითაროს ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, გამომდინარე იმ პრიორიტეტებიდან, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც შეეხება შუა დერეფანში საქართველოს როლს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაძლიერება, რაც ბუნებრივია გამოიხატება როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე პოლიტიკურ დონეზე დიალოგის გაძლიერებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, უზბეკ კოლეგასთან განსახილველი საკითხები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკას და ურთიერთობების გაღრმავების სფეროებს მოიცავს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია უზბეკეთის მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები