გურამ მაჭარაშვილი ანალენა ბერბოკს: თქვენ, არ ემსახურებით გერმანიას, ემსახურებით გლობალური ომის პარტიას და ეს გამოჩნდა – ჩვენ ვემსახურებით საქართველოს და არა გლობალურ ომის პარტიას, ეს არის განსხვავება აგენტებსა და სუვერენიტეტის დამცველ პოლიტიკოსებს შორის

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართა და აღნიშნა, რომ ბერბოკი არა გერმანიას, არამედ გლობალურ ომის პარტიას ემსახურება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს.

მისივე თქმით, გერმანიის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო აყვავებული სახელმწიფო და ერთ-ერთ მაჩანჩალად აქცია ევროპაში, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებამ გაჩანაგებული საქართველო ფეხზე დააყენა.

„ქალბატონო ბერბოკ, თქვენ მიიღეთ აყვავებული გერმანია და იმდენი გააკეთეთ, თქვენი აი ამ პოლიტიკით, რომ დღეს თქვენი ქვეყანა ერთ-ერთ მაჩანჩალად აქციეთ ევროპაში, ეს სტატისტიკის მონაცემებია, შეურაცხყოფა არ არის, მეგობრებო, ხოლო ჩვენ მივიღეთ 2012 წელს გაჩანაგებული, დამონებული საქართველო და სწორი პოლიტიკით ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ. თქვენ, არ ემსახურებით გერმანიას, ემსახურებით გლობალური ომის პარტიას და ეს გამოჩნდა. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს და არა გლობალურ ომის პარტიას. ეს არის განსხვავება აგენტებსა და სუვერენიტეტის დამცველ პოლიტიკოსებს შორის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები