თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების დედებს ესტუმრნენ, ყვავილების თაიგული და თავდაცვის მინისტრის სახელით მისალოცი ბარათები გადასცეს.