ირაკლი ქადაგიშვილი „ფარას“ ანალოგზე: ეს კანონი აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსული ყველა დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს

,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკული „ფარას“ ანალოგზე ისაუბრა.

,,ეს კანონი აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოსული ყველა დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს.
მოგეხსენებათ, რომ ეს არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი და ახლა განხილვის დროს ალბათ მოხდება იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც უბრალოდ ქართულ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო სივრცესთან იქნება შესაბამისობაში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები