“FARA-ს კანონი არის იმდენად სამართლიანი, რამდენადაც არაფერს მოითხოვს, თუ არა გამჭვირვალობას” – ვოლსკი
“FARA-ს კანონი არის იმდენად სამართლიანი, რამდენადაც არაფერს მოითხოვს, თუ არა გამჭვირვალობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
მისი განმარტებით, ეს გამჭვირვალობა ეხება ფინანსებს, ფინანსურ რესურსებს, რაზეც “ასეთი ინტენსიური და საკმაოდ პრინციპული და მკაცრი ლაპარაკია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში”.
“პირდაპირი კკოპირება გამოიწვია იმ აუცილებლობამ, რომ ოპოზიციური ფრთის პროპაგანდა ძალიან მძლავრობს, რომ ეს კანონი თითქოს და მიიღება დასავლური ფონდების ან დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ეს ასე არ არის, ეს კანონი მიიღება იმისათვის, რათა საქართველოში არ დაიშვას შავი ფულის შემოდინება, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ინტერესებს.
რაც შეეხება მაუწყებლის შესახებ კანონს, სტანდარტი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ახასიათებს ამ დემოკრატიული სისტემის მქონე ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას. რასაკვირველია, აქაც ბევრია ქვედინებები, დიდი ბრიტანეთი მაქვს მხედველობაში, მაგრამ მედიას ეს არ ეხება იმ შემთხვევაში, თუკი ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს და რა აუცილებლობაა იმისა, რომ იყოს ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებისათვის მიწოდებული”, – აღნიშნავს გია ვოლსკი.