გია ვოლსკი: ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა უკრაინისადმი, გუშინდელი დღიდან არ დაიწყო, არამედ იმ სტრატეგიას და იმ იდეებს ემორჩილება, რომელიც ჰქონდა გლობალური ომის პარტიას
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აფასებს.
“ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი ფორმულირება არის ამერიკული ინვესტიციები, შესაბამისად, ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები მშვიდობის სანაცვლოდ. ამ ფორმულის მისაღებად არ არის მზად ზელენსკი, რაც ჯერ კიდევ მაშინ გამოვლინდა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში იგი ჩამოვიდა და მხარი დაუჭირა იმ ძველ ადმინისტრაციას, რომელიც მაშინ საარჩევნო პროცესში იყო ჩართული. ეს არის რეალური სურათი და ამასთან დაკავშირებით არის შეუთანხმებლობა.
გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც არა გუშინდელი დღიდან დაიწყო, არამედ იმ სტრატეგიას და იმ იდეებს ემორჩილება, რომელიც ჰქონდა გლობალური ომის პარტიას. ახალი ადმინისტრაციის მოსვლით, ევროკავშირის რიგი ლიდერი ქვეყნების ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო, რომ ლაპარაკი იქნებოდა ძალიან ხისტი და შეუთანხმებლობით დამთავრდებოდა,” – აცხადებს გია ვოლსკი.