„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება” – სინოპტიკოსი

„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება”, – ამის შესახებ სინოპტიკოსი, ნაირა მანველიშვილი აცხადებს.

“მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში+2+7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც +4 გრადუსი დაფიქსირდება”, – განმარტავს ის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურა დღისით მოიმატებს, თუმცა, ღამით შენარჩუნდება ყინვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები