ტყიბულის მერი: 1.20 მეტრს უკვე გადააჭარბა თოვლის საფარის სიმაღლემ – მიმდინარეობს როგორც საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო გზების გაწმენდის პროცესი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, თოვლის საფარის სიმაღლემ 1.20 მეტრს უკვე გადააჭარბა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს როგორც საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო გზების გაწმენდის პროცესი.

,,1.20 მეტრს უკვე გადააჭარბა თოვლის საფარის სიმაღლემ. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 ერთეული ტექნიკა არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებში. მიმდინარეობს როგორც საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო გზების გაწმენდის პროცესი”, – აცხადებს დავით ჩერქეზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები