,,ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ 2-3 დღეში ჩვენ მთლიანად გვექნება დასრულებული გზების სრულად გახსნა,- ამის შესახებ ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დიდთოვლობასთან დაკავშირებით გამოწვეულ პრობლემზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სულ 500 აბონენტს აქვს შეზღუდული ელექტროენერგიის მიწოდება.
,,ელექტროენერგია მიეწოდება მთლიანად მუნიციპალიტეტს, სულ 500 აბონენტს აქვს შეზღუდული ელექტროენერგიის მიწოდება. გაზი მიეწოდება აბსოლუტურად ყველას. ყველა სოფლის მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობასთან კომუნიკაცია არის ყოველდღიური, ვეხმარებით ყველას, ვინც საჭიროებს”, – აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.